ნორვეგიული ტორტი (Kvæfjordkake)

რეცეპტი გემოდან

ნორვეგიული ტორტი (Kvæfjordkake)

კატეგორია
დესერტი
სირთულე
რთული
დრო
1 სთ 30 წთ
დრო
1 სთ 30 წთ
სირთულე
რთული
პორცია
10

ნორვეგიული ტორტი ეს არის ცნობილი ნორვეგიული ტორტი — ძალიან ნაზი, ჰაეროვანი და უგემრიელესი დესერტი, რომლის სახელწოდებაც მშობლიურ ენაზე ნიშნავს მსოფლიოში საუკეთესოს. მზადდება რბილი ბისკვიტით, ხრაშუნა ბეზეთი, ნუშითა და ორი უგემრიელესი კრემით. საოცრად ჰაეროვანი და გემრიელია და ნამდვილად იმსახურებს თავის სახელწოდებას.

Download on the App Store Get it on Google Play

მომზადება

  1. ნაბიჯი 1

    ჯამში მოათავსეთ კვერცხის გულები, შაქარი, სახამებელი და ვანილი, ათქვიფეთ მიქსერით. თანდათან ჩაასხით თბილი რძე.

    მომზადების ნაბიჯი 1
  2. ნაბიჯი 2

    მასა გადაიტანეთ ქვაბში და მუდმივი მორევით მოხარშეთ შესქელებამდე. გადმოდგით ცეცხლიდან, შეათქვიფეთ კარაქი, გადააფარეთ საკვები ცელოფანი კონტაქტურად და გააგრილეთ.

    მომზადების ნაბიჯი 2
  3. ნაბიჯი 3

    ცალკე ჯამში ათქვიფეთ ცივი ნაღები, შეურიეთ კრემყველი და შაქრის პუდრი ერთგვაროვანი კრემის მიღებამდე.

    მომზადების ნაბიჯი 3
  4. ნაბიჯი 4

    ბისკვიტისთვის კარაქი და შაქარი ათქვიფეთ გაფუმფულებამდე. სათითაოდ შეათქვიფეთ კვერცხის გულები, ვანილი, რძე და გაცრილი ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად.

    მომზადების ნაბიჯი 4
  5. ნაბიჯი 5

    ცომი თანაბრად გადაანაწილეთ პერგამენტით დაფარულ საცხობ ლანგარზე.

    მომზადების ნაბიჯი 5
  6. ნაბიჯი 6

    ბეზესთვის ცილა ათქვიფეთ მარილთან ერთად. თანდათან დაამატეთ შაქარი, ვანილი და ლიმონის წვენი მყარ, პრიალა ბეზეს მიღებამდე.

    მომზადების ნაბიჯი 6
  7. ნაბიჯი 7

    ბეზე თანაბრად გადაანაწილეთ უმ ბისკვიტის ზედაპირზე და მოაყარეთ ნუშის ფანტელები.

    მომზადების ნაბიჯი 7
  8. ნაბიჯი 8

    გამოაცხვეთ 170°C-ზე დაახლოებით 35–40 წუთის განმავლობაში, ოქროსფერ ზედაპირამდე. სრულად გააგრილეთ და გაჭერით ორ თანაბარ ნაწილად.

    38 წთ
    მომზადების ნაბიჯი 8
  9. ნაბიჯი 9

    პირველ ფენაზე (ბეზეთი ზემოთ) წაუსვით ჯერ მოხარშული ვანილის კრემი, შემდეგ ნაღებისა და კრემყველის კრემი. დააფარეთ მეორე ფენა ბეზეთი ზემოთ და შედგით მაცივარში რამდენიმე საათით.

    მომზადების ნაბიჯი 9

კვებითი ღირებულება

ერთ პორციაში

717.26კკალ
10.19ცილა (g)
69.71ნახშირწყლები (g)
44.36ცხიმი (g)
მოამზადე გემოში
გახსენი გემოში