
მომზადება
- 01
დარბილებული კარაქი და შაქრის პუდრი ათქვიფეთ გათეთრებამდე (2-3 წუთი). დაუმატეთ კვერცხის გული, ვანილი, მარილი და კარგად შეურიეთ. ბოლოს ჩააცერით ფქვილი და სწრაფად შეკარით ერთგვაროვანი, ნაზი ცომი.
- 02
ცომი დაყავით თანაბარ პატარა ბურთულებად (თითო დაახლოებით 18–20 გრ) და დაალაგეთ საცხობ ქაღალდდაფენილ ფირფიტაზე
- 03
ბურთულები ოდნავ დააბრტყელეთ. თითის წვერით ან ჩაის კოვზით გააკეთეთ ორი ირიბი, ერთმანეთთან შეერთებული ჩაღრმავება, რომ მიიღოთ გულის ფორმა.
- 04
ჩაღრმავებები ამოავსეთ სქელი ჯემით. აუცილებლად შედგით ფირფიტა მაცივარში 20 წუთით (ან საყინულეში 10 წუთით) ცხობამდე, რომ ფორმა არ დაკარგოს.

- 05
გამოაცხვეთ 175°-ზე 11–13 წუთის განმავლობაში, სანამ ქვედა ნაწილი და კიდეები მსუბუქად ოქროსფერი არ გახდება. სრულად გააგრილეთ ფირფიტაზევე.

კვებითი ღირებულება
ერთ პორციაში
581.61კკალ
7.81ცილა (g)
59.69ნახშირწყლები (g)
34.63ცხიმი (g)
