ვაშლის ღვეზელი

რეცეპტი გემოდან

ვაშლის ღვეზელი

Natia Bazandarashvili

★ 5.0 (1)

90 წთსაშუალო6 პორცია

კლასიკური ვაშლის ღვეზელი

Download on the App Store Get it on Google Play

მომზადება

  1. 01

    ცივი კარაქი დაჭერით კუბიკებად და ფქვილთან, შაქართან და მარილთან ერთად ხელით ან ჩოფერით სწრაფად აქციეთ ფხვიერ მასად. დაუმატეთ ყინულიანი წყალი, შეკარით ცომი (ზედმეტად არ მოზილოთ), გაყავით 2 ნაწილად (ერთი ოდნავ დიდი), შეახვიეთ პარკში და შედგით მაცივარში 30-40 წუთით.

  2. 02

    ვაშლი გათალეთ, დაჭერით თხელ ნაჭრებად, შეურიეთ შაქარი, დარიჩინი, ლიმონის წვენი და სახამებელი. (სურვილისამებრ, შეგიძლიათ ტაფაზე 20 გრ კარაქში 3-4 წუთი ოდნავ მოშუშოთ, რომ ზედმეტი სითხე აორთქლდეს და გემოები გაიხსნას).

  3. 03

    ცომის უფრო დიდი ნაწილი გააბრტყელეთ, ჩააფინეთ გამოსაცხობ ფორმაში (22-24 სმ) და გვერდები ამოუყვანეთ. ჩაასხით/ჩაალაგეთ მომზადებული ვაშლის გულსართი თანაბრად.

  4. 04

    ცომის მეორე ნაწილი გააბრტყელეთ, დაჭერით თანაბარ ზოლებად და ვაშლის ზედაპირზე დააწანით ბადისებურად (ერთმანეთში გადახლართვით). ნაპირები შემოუკეცეთ და ზემოდან წაუსვით გათქვეფილი კვერცხის გული.

    მომზადების ნაბიჯი 4
  5. 05

    გამოაცხვეთ 180°-მდე გახურებულ ღუმელში 45-50 წუთის განმავლობაში, სანამ ცომი ლამაზად არ დაიბრაწება და გულსართი არ წამოდუღდება. დაჭრამდე აუცილებლად გააგრილეთ, რომ შიგთავსი კარგად გამაგრდეს.

კვებითი ღირებულება

ერთ პორციაში

554.63კკალ
6.75ცილა (g)
79.95ნახშირწყლები (g)
21.99ცხიმი (g)
მოამზადე გემოში
გახსენი გემოში