
მომზადება
- 01
დატეხილი თეთრი შოკოლადი და კარაქი ერთად გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე ან მიკროტალღურ ღუმელში (დაბალ სიმძლავრეზე, 15-20 წამიანი ინტერვალებით მორევით), სანამ ერთგვაროვან გლუვ მასას არ მიიღებთ. გადადგით გასაგრილებლად ოთახის ტემპერატურამდე.

- 02
ცალკე ჯამში შაქარი და გახეხილი ლიმონის ცედრა თითებით კარგად ასრისეთ (ასე ეთერზეთები გამოიყოფა და არომატი გაორმაგდება). დაუმატეთ კვერცხები და მიქსერით ან სათქვეფით გათქვიფეთ 2-3 წუთი ოდნავ გაღიავებამდე და ჰაეროვნებამდე.
- 03
კვერცხიან მასას შეურიეთ გამდნარი (გაგრილებული) შოკოლადის მასა, 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, ვანილი და მარილი. ბოლოს ჩააცერით ფქვილი და სილიკონის ნიჩბით ნაზად გადაურიეთ ერთგვაროვნებამდე (ზედმეტად არ გადათქვიფოთ, რომ ბრაუნის ნაზი, ტენიანი ტექსტურა შეუნარჩუნდეს).
- 04
საცხობ ფორმაში (დაახლ. 2020 სმ) ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, ჩაასხით ცომი და გაასწორეთ ზედაპირი. გამოაცხვეთ 175°-ზე დაახლოებით 20–25 წუთის განმავლობაში. ცენტრი უნდა იყოს შეკრული, მაგრამ ნაზი (ზედმეტად არ გამოაშროთ ღუმელში).
- 05
სანამ ნამცხვარი გრილდება, მოამზადეთ მინანქარი: შაქრის პუდრს ნელ-ნელა დაუმატეთ ლიმონის წვენი სასურველ, საშუალო სისქის კონსისტენციამდე. წაუსვით ოდნავ თბილ ან გაგრილებულ ნამცხვარს, მოაყარეთ ცოტაოდენი ლიმონის ცედრა და დააცადეთ გამყარება დაჭრამდე.
კვებითი ღირებულება
