მომზადება
ნაბიჯი 1
ქვაბში ჩაასხით წყალი, რძე, დაამატეთ კარაქი, შაქარი და მარილი, შემდეგ მიიყვანეთ ადუღებამდე.

ნაბიჯი 2
ერთიანად დაამატეთ გაცრილი ფქვილი, ენერგიულად მოურიეთ და საშუალო ცეცხლზე 2–3 წუთი გააშრეთ.
3 წთ
ნაბიჯი 3
ცომი გადმოიტანეთ თასში, ოდნავ გააგრილეთ და ეტაპობრივად დაუმატეთ ათქვეფილი კვერცხი, სანამ ცომი არ გახდება გლუვი და პრიალა.

ნაბიჯი 4
საკონდიტრო ტომრით შეავსეთ 3 სმ დიამეტრის სილიკონის ნახევარსფეროები, ზედაპირი გაასწორეთ, გადააფარეთ საკვები ფირი და გაყინეთ.

ნაბიჯი 5
კროკელინისთვის დარბილებულ კარაქს შეურიეთ წითელი საღებავი, შემდეგ შაქარი, ფქვილი და მარილი. შეკარით ერთგვაროვანი ცომი.

ნაბიჯი 6
კროკელინის ცომი ორ საცხობ ქაღალდს შორის გააბრტყელეთ 1.5 მმ სისქეზე და გაყინეთ. შემდეგ ამოჭერით 4 სმ დიამეტრის დისკები და კვლავ გაყინეთ.

ნაბიჯი 7
საცხობ ხალიჩაზე დალაგებულ გაყინულ შუებს ზემოდან დაადეთ გაყინული კროკელინის დისკები.

ნაბიჯი 8
გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში ზედა-ქვედა რეჟიმზე (ვენტილატორის გარეშე): 190°C-ზე 15 წუთი, შემდეგ 170°C-ზე კიდევ 20–30 წუთი. პირველი 30 წუთი ღუმელის კარი არ გააღოთ.
40 წთ
ნაბიჯი 9
კრემისთვის კვერცხის გულები ათქვიფეთ შაქართან ერთად, შეურიეთ ვანილი, სახამებელი და მარილი. თანდათან ჩაასხით ცხელი რძე, გადაიტანეთ ქვაბში და მუდმივი მორევით მოხარშეთ. ადუღების შემდეგ ხარშეთ კიდევ 1 წუთი.
1 წთ
ნაბიჯი 10
კრემი გადმოდგით ცეცხლიდან, შეურიეთ კარაქი, ზედაპირზე კონტაქტურად გადააფარეთ საკვები ფირი, სწრაფად გააგრილეთ და შეინახეთ მაცივარში.

ნაბიჯი 11
გაგრილებული მინი-შუები ძირიდან შეავსეთ მომზადებული ვანილის კრემით.

ნაბიჯი 12
კონუსს გადააკარით საკვები პარკი და კბილის ჩხირებით ქვემოდან ზემოთ დაამაგრეთ კრემით შევსებული მინი-შუები.

ნაბიჯი 13
აწყობილ კროკემბუშს შუალედებში ჩაუმატეთ თეთრი მინი-ბეზეები, თავზე გაუკეთეთ ოქროსფერი ბაფთა და სუფრასთან მიტანამდე შეინახეთ მაცივარში.

კვებითი ღირებულება

