მომზადება
ნაბიჯი 1
საცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი და მოაყარეთ ფქვილი.

ნაბიჯი 2
კვერცხი ორივე სახეობის შაქართან ერთად ათქვიფეთ მიქსერით 3–4 წუთის განმავლობაში.
4 წთ
ნაბიჯი 3
დაუმატეთ ზეთი, გოგრის პიურე და ვანილი. კარგად აურიეთ.

ნაბიჯი 4
ცალკე შეურიეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, სოდა, დარიჩინი, მუსკატის კაკალი და მარილი. მშრალი ინგრედიენტები გაცერით და ფრთხილად შეურიეთ სველ მასას. ზედმეტად არ ათქვიფოთ.

ნაბიჯი 5
ცომი გადაიტანეთ წინასწარ გამზადებულ ფორმაში მაქსიმუმ ¾-მდე და ზედაპირი გადაასწორეთ.

ნაბიჯი 6
გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 170°C-ზე, ზედა-ქვედა წვით, დაახლოებით 45–50 წუთი. მზადყოფნა ხის ჩხირით შეამოწმეთ. მზა კექსი 10–15 წუთით გააჩერეთ ფორმაში, შემდეგ ამოიღეთ და სრულად გააგრილეთ.
48 წთნაბიჯი 7
მოამზადეთ კარამელის სოუსი: სქელძირიან ქვაბში გაადნეთ შაქარი გაოქროსფერებამდე. ნელ-ნელა დაუმატეთ წინასწარ გაცხელებული ნაღები და ფრთხილად ურიეთ. დაბალ ცეცხლზე გააჩერეთ დაახლოებით 1 წუთით, შემდეგ დაუმატეთ კარაქი, მარილი და ვანილი. გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე.
1 წთნაბიჯი 8
დაჭერით გაგრილებული კექსი, მოასხით მომზადებული თხელი კარამელის სოუსი და მოაყარეთ მოხალული დაჭრილი ნიგოზი.

კვებითი ღირებულება

