მომზადება
ნაბიჯი 1
გააცალკევე ცილა და გული და სხვადასხვა ჯამში მოათავსე.
ნაბიჯი 2
გულებს დაუმატე რძე და ვანილი. ფქვილი ნელ-ნელა ჩააცერი და ურიე, სანამ მასა გლუვი და კრემისებრი გახდება.
ნაბიჯი 3
ათქვიფე ცილა და შაქარი თანდათან დაამატე. ათქვიფე სანამ სასურველ მასას არ მიიღებ
ნაბიჯი 4
ჯერ ათქვეფილი ცილის მცირე ნაწილი შეურიე გულის მასას. აურიე სანამ ერთმანეთს კარგად არ შერრევა და გლუვ მასას არ მიიღებ. შემდეგ ეს მასა დაასხი ცილას და კარგად ათქვიფე
ნაბიჯი 5
ტაფა დაბალ ცეცხლზე გააცხელე. ცომი კოვზით მაღალ, მრგვალ ულუფებად დასვი. ტაფის თავისუფალ ნაწილზე რამდენიმე წვეთი წყალი დაასხი და თავსახური დააფარე.
ნაბიჯი 6
როცა ქვედა მხარე გამაგრდება და ოქროსფერი გახდება, ბლინები ფრთხილად გადააბრუნე და მეორე მხარეც მოამზადე.
კვებითი ღირებულება
ერთ პორციაში
139.25კკალ
7.08ცილა (g)
16.18ნახშირწყლები (g)
4.64ცხიმი (g)

