ტაკო

რეცეპტი გემოდან

ტაკო

კატეგორია
მთავარი კერძი
სირთულე
მარტივი
დრო
25 წთ
დრო
25 წთ
სირთულე
მარტივი
პორცია
4

ტაკო საქონლის ფარშით

Download on the App Store Get it on Google Play

მომზადება

  1. ნაბიჯი 1

    მოამზადე ტორტილიები. ოთხივე ტორტილია დააწყვე სუფთა ზედაპირზე.

    მომზადების ნაბიჯი 1
  2. ნაბიჯი 2

    თითოეულ ტორტილიაზე დადე 90 გ ფარში და თხელ, თანაბარ ფენად გადაანაწილე თითქმის კიდეებამდე. მოაყარე მარილი, პილპილი და შებოლილი პაპრიკა.

    მომზადების ნაბიჯი 2
  3. ნაბიჯი 3

    ტაფა საშუალო ცეცხლზე გააცხელე და ოდნავ წაუსვი ზეთი. ტორტილია დადე ფარშით ქვემოთ, მსუბუქად დააწექი სპატულით და შეწვი, სანამ ფარში დაიბრაწება.

    მომზადების ნაბიჯი 3
  4. ნაბიჯი 4

    გადააბრუნე და დაბრაწულ ფარშს დაადე ყველის ერთი ნაჭერი. ტაფაზე გააჩერე, სანამ ყველი დარბილდება და ტორტილიის ქვედა მხარე ოდნავ დაიბრაწება.

    მომზადების ნაბიჯი 4
  5. ნაბიჯი 5

    ყველს ზემოდან მოაყარე წვრილად დაჭრილი სალათის ფოთლები, წითელი ხახვი და კიტრის მწნილი.

    მომზადების ნაბიჯი 5
  6. ნაბიჯი 6

    მოამზადე და მოასხი სოუსი. აურიე კეტჩუპი, მაიონეზი და მდოგვი. წყალი ნელ-ნელა დაამატე, სანამ სოუსი ადვილად მოსასხმელი გახდება. მოასხი ოთხივე ტაკოს

    მომზადების ნაბიჯი 6
  7. ნაბიჯი 7

    ტორტილა შუაზე გადაკეცე და მიირთვი

კვებითი ღირებულება

ერთ პორციაში

564.98კკალ
26.16ცილა (g)
36.52ნახშირწყლები (g)
35.28ცხიმი (g)
მოამზადე გემოში
გახსენი გემოში