ირისკას ნამცხვარი

რეცეპტი გემოდან

ირისკას ნამცხვარი

კატეგორია
დესერტი
სირთულე
საშუალო
დრო
1 სთ
დრო
1 სთ
სირთულე
საშუალო
პორცია
8

ეს ნამცხვარი ბავშვობაში დაგაბრუნებთ! უგემრიელესი ირისკას ნამცხვარი კაკაოიანი, ფაფუკი ბისკვიტითა და ნაზი, მოხარშული შესქელებული რძის კრემით. ნამდვილი ნოსტალგიური გემო!

Download on the App Store Get it on Google Play

მომზადება

  1. ნაბიჯი 1

    კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ 5–7 წუთის განმავლობაში, სანამ მასა კარგად არ გათეთრდება და არ გაფაფუკდება.

    6 წთ
    მომზადების ნაბიჯი 1
  2. ნაბიჯი 2

    დაამატეთ თაფლი და კიდევ ერთხელ ათქვიფეთ.

    მომზადების ნაბიჯი 2
  3. ნაბიჯი 3

    დაუმატეთ გაცრილი ფქვილი, კაკაო და გამაფხვიერებელი. ფრთხილად გადაურიეთ შპატულით.

    მომზადების ნაბიჯი 3
  4. ნაბიჯი 4

    მიღებული მასა გადაიტანეთ 20 სმ დიამეტრის საცხობ ფორმაში. გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში, 170°C-ზე, დაახლოებით 25–30 წუთის განმავლობაში. მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით.

    28 წთ
    მომზადების ნაბიჯი 4
  5. ნაბიჯი 5

    კრემისთვის ოთახის ტემპერატურის კარაქი ათქვიფეთ გათეთრებამდე და გაფაფუკებამდე. დაამატეთ მოხარშული შესქელებული რძე და ჩვეულებრივი შესქელებული რძე. კარგად ათქვიფეთ ერთგვაროვანი კრემის მიღებამდე.

    მომზადების ნაბიჯი 5
  6. ნაბიჯი 6

    გაგრილებულ ბისკვიტს მოაჭერით ზედაპირი და დაფშვენით ბლენდერში. ბისკვიტი გაჭერით ორ თანაბარ ფენად. ორივე ფენას წაუსვით კრემი, გვერდებიც დაკრემეთ და მოაყარეთ ბისკვიტის ნაფშვენები. გააჩერეთ მაცივარში რამდენიმე საათით.

    მომზადების ნაბიჯი 6
  7. ნაბიჯი 7

    დაჭერით და გემრიელად მიირთვით.

    მომზადების ნაბიჯი 7

კვებითი ღირებულება

ერთ პორციაში

485.99კკალ
9.2ცილა (g)
64.86ნახშირწყლები (g)
21.76ცხიმი (g)
მოამზადე გემოში
გახსენი გემოში